9 მაისს, რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ პარადზე ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ცდილობენ დაამახინჯონ სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ დამახინჯონ სიმართლე მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ეს ხელს უშლის მათ, ვინც მიეჩვია თავიანთი არსებითად კოლონიური პოლიტიკის აგებას თვალთმაქცობაზე და სიცრუეზე. ისინი იღებენ ნაციზმთან მებრძოლების მემორიალებს,
კვარცხლბეკებზე აყენებენ მოღალატეებს და ჰიტლერის თანამზრახველებს.
კეთილშობილებაზე, იმ დიდებულ მსხვერპლზე, რომელიც მათ სიცოცხლის სახით გაიღეს “, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას გლობალური შეჯახება, თუმცა, ამავე დროს, არავის მისცემს უფლებას, დაემუქროს მას.
„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ალიანსის პრეტენზიებს განსაკუთრებულობაზე. ვიცით, რა შედეგი მოაქვს ასეთ უსაზღვრო ამბიციების. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას გლობალური შეჯახება, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაშია“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის დედაქალაქში გამართულ აღლუმს დაესწრნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის, ლაოსისა და გვინეა-ბისაუს ლიდერები.