უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, ქალაქში დაიწვა კერძო სახლი, დაზიანდა კიდევ ორი კერძო სახლი. მტრის ჭურვები მოხვდა ხუთ საცხოვრებელ კორპუსს, მაღაზიას, ორ სავაჭრო პავილიონს, სამეურნეო ნაგებობას და გაზსადენს.