რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობბაზა იწვის.
კრასნოდარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ხანძარმა რამდენიმე ნავთობის რეზერვუარი დააზიანა.
ნავთობის საცავი მდებარეობს ანაპასთან ახლოს სოფელ იუროვკაში. როგორც იუწყებიან, ბაზაზე თავდასხმამდე 6-მდე დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე მათგანი ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ტელეგრამაში წერენ, რომ ადგილობრივი დროით ღამის სამ საათზე იუროვკას გარეუბანში ტემპ ნავთობის საცავში შვიდი ან რვა უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნავთობის ბაზას თავს უკრაინა დაესხა. უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.