ისრაელის ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოხატა შეერთებული შტატების ლიდერებთან, თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შეჩერების შეეხება. იტყობინება CNN წყაროზე დაყრდნობით.
"ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს კრიტიკულ მომენტში“, - თქვა წყარომ.
ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძევლების მოლაპარაკებებს კრიტიკულ მომენტში“, - თქვა წყარომ.
ისრაელის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზეწოლა უნდა მოხდეს ჰამასზე და არა ისრაელზე და რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს ისრაელის მხარდაჭერა.წყარო არ აკონკრეტებს, რა დონეზე შედგა მხარეებს შორის კონტაქტი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს დაადასტურა ცნობები ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ, შეჩერებულიყო ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ღაზას სექტორში ქალაქ რაფაჰის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.
Bloomber-ი იტყობინება, რომ ვაშინგტონმა ამ ეტაპზე შეაჩერა სამიათას ხუთასი ბომბის მიწოდება. ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს იარაღი შესაძლოა ისრაელს ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ ოპერაციაში გამოეყენებინა.