დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა. წერს Reuters.
როგორც ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში საუბრისას განმარტა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული.
„ჩვენ გავაძევებთ რუს სამხედრო ატაშეს, სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებულ ოფიცერს“, - თქვა კლევერლიმ პარლამენტში.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ხელისუფლება დიდ ბრიტანეთში რუსეთთან ასოცირებულ რამდენიმე საკუთრებას დიპლომატიური შენობის სტატუსს ჩამოართმევს.
დიდი ბრიტანეთი ასევე დააწესებს ახალ შეზღუდვებს რუსეთის დიპლომატიური ვიზების გაცემაზე, მათ შორის ქვეყანაში რუსი დიპლომატების ყოფნის ხანგრძლივობის შეზღუდვას.
„ჩვენი პასუხი იქნება გადამწყვეტი და მტკიცე. ჩვენ გვაქვს მკაფიო გზავნილი რუსეთის მიმართ: შეაჩერეთ ეს უკანონო ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან, შეწყვიტეთ ეს მავნე ქმედებები“, - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ გამოემა ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ატაშეს გაძევების შესახებ ლონდონის გადაწყვეტილებას, ”რუსეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს”.