შოტლანდიის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მინისტრად დაამტკიცა ჯონ სუინი. ერთი დღით ადრე, სუინი შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ (SNP) თავის ლიდერად აირჩია.
პირველი მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ჰამსა იუსაფმა გადადგომის შესახებ განაცხადა გასულ კვირას.
სუინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 64-მა შოტლანდიელმა კანონმდებელმა. მისი კონკურენტი იყო კონსერვატორების ლიდერი დუგლას როსი, რომელმაც 31 ხმა მიიღო.
60 წლის პოლიტიკოსი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP) ლიდერი იყო 2000-2004 წლებში, როცა პარტია ოპოზიციაში იყო. როდესაც 2007 წელს SNP გახდა ყველაზე დიდი პარტია პარლამენტში, სუინი აირჩიეს ფინანსთა მინისტრად.
სუინის წინამორბედმა ჰამზა იუსაფმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა მწვანეთა პარტიასთან კოალიციური შეთანხმების დასრულების გადაწყვეტილების გამო.