სი ძინპინი საფრანგეთიდან სერბეთში ჩავიდა.
სერბეთის აეროპორტში მას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.
სი ძინპინის ბელგრადში ვიზიტი, ნატო-ს მიერ ბელგარდში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25-ე წლისთავს ეძღვნება. დაბომბვას სამი ჩინელი ჟურნალისტი ემსხვერპლა.
სი ძინპინი ბელგარდიდან უნგრეთში გაემგზავრება.
ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ევროპის ქვეყნებში.
საფრანგეთში ვიზიტისას სი ძინპინი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. სამმხრივი შეხვედრის დროს ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის მთავარი გლობალური გამოწვევების მოსაგვარებლად“,