რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
რუსეთის უწყებაში მიუთითებენ, რომ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინაც ვაშინგტონში მდებარეობს, ხშირად გამოდის უკრაინის არმიის ყოველმხრივი დახმარების, რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემისა და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სასანქციო წნეხის გაძლიერების მოწოდებით.
ორგანიზაცია საინფორმაციო, ფინანსურ, სამართლებრივ და სხვა სახის მხარდაჭერას უწევს რუსეთის ოპოზიციურ სტრუქტურებს, პროდასავლურ და ლგბტ აქტივისტებს, მათი ინტერესების დამცველ თემებს, ტერორიზმის მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულებს.
Freedom House-ი 1941 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლის, ელეონორის მონაწილეობით დაარსდა. ის უკვე 40 წელზე მეტია, იკვლევს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს მთელს მსოფლიოში.