ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც მას ესპანეთმა და სხვა მოკავშირეებმა გადასცეს.
ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა სარაგოსაში სამხედრო ბაზაზე ვიზიტის დროს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ და სწავლებას გადიან. იუწყება El Mundo
მინისტრის თქმით, ეს რაკეტები დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავი რუსული თავდასხმებისგან.
"Patriot-ის რაკეტების პარტია გასულ კვირას უკვე ჩავიდა უკრაინაში. ცხადია, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინირებულად, რადგან გვესმის, რომ უკრაინა იცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ის იცავს ადამიანთა სიცოცხლეს", - თქვა რობლესმა.
მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის აგრესიის გამოწვევის წინაშე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ვალდებულების შენარჩუნებას.
როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) ესპანეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა კიევში Patriot-ისპატრიოტის საზენიტო სარაკეტო სისტემისთვის რაკეტების გაგზავნის შესახებ.
მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ესპანეთმა უარს თქვა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებაზე, მაგრამ ნატო-სა და ევროკავშირის ზეწოლის ფონზე დათანხმდა კიევისთვის რაკეტების გადაცემას იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე იგერიებენ უკრაინაში რუსეთის დარტყმებს.