6 მაისს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ნაწილის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ანალიტიკოსების განმარტებით, ეს მიუთითებს მორიგი იერიშის მზადებაზე ქალაქში არსებული ჰამასის თავშესაფრების წინააღმდეგ.
Reuters-ის ცნობით, პალესტინელები იღებენ არაბულ ენაზე ტექსტურ შეტყობინებებს, სატელეფონო ზარებს და ბროშურებს, რომლითაც მათ მოუწოდებენ გადავიდნენ ქალაქიდან 20 კილომეტრში "გაფართოებულ ჰუმანიტარულ ზონაში". თვითმხილველების თქმით, ზოგიერთი ოჯახი, უკვე გაემგზავრა.
ისრაელის რადიო Army Radio იტყობინება, რომ ევაკუაცია მიმდინარეობს რაფაჰის გარეუბანში მდებარე რამდენიმე რაიონში, საიდანაც ევაკუირებულებს გადაიყვანენ ახლომდებარე ხან იუნისა და ალ-მუვასის კარვების ქალაქებში.
ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ნადავ შოშანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაფაჰში დაგეგმილი ოპერაცია იქნება „შეზღუდული მოცულობის“. მას ვადებზე არ უსაუბრია. შოშანის თქმით, ევაკუაცია დაახლოებით 100 ათას ადამიანს შეეხება და განხორციელდება ეტაპობრივად.