აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლის, მიშელ ობამას სასარგებლოდ. იუწყება Der Spiegel
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის დემოკრატიული პარტია განიხილავს შესაძლებლობას, რომ ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადოს 2024 წლის აგვისტოში, ჩიკაგოში პარტიის ყრილობის დროს.
გამოცემის ცნობით, მიშელ ობამა უკვე მოხვდა იმ პოტენციურ კანდიდატთა სიაში, რომლის საჯარო განხილვები იმართება.
"ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს შთააგონებს", - აღნიშნავს Der Spiegel.
გამოცემა დასძენს, რომ ბაიდენის შესაძლო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი მისი ასაკია და ამერიკელთა ორი მესამედი მას ძალიან მოხუცად მიიჩნევს იმისთვის, რომ ქვეყანას კიდევ ოთხი წელი მართოს.
ამასთან, ბევრი ამერიკელი ეწინააღმდეგება ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას. ამაზე გავლენას ახდენს ტრამპის ასაკი და მის წინააღმდეგ მრავალი სარჩელი.