აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის იმიტომ, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, აშშ-ს მოუწევს უშუალოდ კონფლიქტში ჩართვა.
ამის შესახებ ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჯეფრისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. მისი განცხადებით, უკრაინის შემდეგ რუსეთი არ გაჩერდება და დაემუქრება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახლა ნატო-ს წევრები არიან.
„პუტინი არ შეჩერებულა მეზობელ საქართველოში შეჭრის შემდეგ; ყირიმის დაკავებას მოჰყვა ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში. უნდა გვჯეროდეს თუ არა ასეთი თანმიმდევრული აგრესიის გათვალისწინებით, რომ თუ მივცემთ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში წარმატების უფლებას, ის მხოლოდ უკრაინაზე გაჩერდება? რა თქმა უნდა, არა“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯეფრისმა.