ფრანგმა მცხობელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 140 მეტრზე მეტი სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს, რითაც გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.
მცხობელთა 18-კაციანმა გუნდმა 143,53 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხო.
გუნდმა წინა რეკორდს 10 მეტრზე მეტით გადააჭარბა და საფრანგეთს დაუბრუნა ტიტული, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იტალიის ქალაქ კომოს მცხობლებს ეკუთვნოდათ.
რეკორდი საფრანგეთის მცხობელთა და კონდიტერთა კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაფიქსირდა.
"ჩვენი ბაგეტი ჩვენი გასტრონომიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა კონფედერაციის პრეზიდენტმა, დომინიკ ანრაკმა.
რეკორდული ბაგეტის მოსამზადებლად გამოიყენეს 90 კგ ფქვილი, 60 ლიტრი წყალი, 1,2 კილოგრამი მარილი და 1,2 კილოგრამი საფუარი.
მსოფლიო რეკორდის დაფიქსირების შემდეგ, ბაგეტი დაჭრეს მაყურებლებს და უსახლკაროებს დაურიგეს.
2022 წელს იუნესკომ ფრანგული ბაგეტი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.