ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომა მიულოცეს.
„იესო ქრისტეს აღდგომა გვახსენებს ღვთის დიდ სიყვარულს ჩვენდამი და სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე. ჩვენ ვუერთდებით მართლმადიდებელ ქრისტიანებს ამ და სხვა კურთხევებისთვის მადლობას ვუხდით და კვლავ ვზრუნავთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამ წმიდა დღეებში ჩვენი გული მათთანაა, ვინც იტანჯება ომებისა და დევნისაგამ. ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას და მუშაობას ყველა ადამიანის მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“, - თქვა ბაიდენმა.