ინგლისელი მსახიობი, „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ტიტანიკის“ ვარსკვლავი ბერნარდ ჰილი გარდაიცვალა. იუწყება BBC.
ჰილის გარდაცვალების ფაქტი მსახიობის აგენტმა ლუ კოულსონმა დაადასტურა. მსახიობი 79 წლის იყო.
ჰილის კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. პირველი როლი, რომელმაც პოპულარობა მოუტანა მან BBC-ს დრამაში „ბიჭები ბლექსტაფიდან“ შეასრულა.
თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლები კი ჰილმა ოსკარების რაოდენობით რეკორდსმენ ფილმებში - „ტიტანიკსა“ და „ბეჭდების მბრძანებელში“ შეასრულა. 1997 წლის „ტიტანიკში“ მან ლეგენდარული გემის კაპიტანი განასახიერა, ”ბეჭდების მბრძანებელში“ - კი როჰანის მეფე თეოდენი.