თელ ავივში ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა.
დემონსტრანტებისნაწილი ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიჰუს ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, „ჰამასის“ დელეგაცია კაიროში შუამავლებთან შეხვედრებს მართავს, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს განიხილება საბრძოლო მოქმედებების 40 დღით შეჩერება, რა დროსაც უნდა გათავისუფლდეს „ჰამასის“ ყველა მძევალი. პარალელურად კი, ისრაელის ციხეები პალესტინელმა პატიმრება უნდა დატოვონ.
„ჰამსის“ წერვები ითხოვენ, რომ ისრაელის ძალები ღაზის სექტორიდან სრულად გავიდნენ და ომის დასრულდეს, რასაც ისრაელი არ თანმხდება.
ბოლო ცნობებით, „ჰამასის“ ტყვეობაში ჯერ კიდევ 100-ზე მეტი მძეველი რჩება.