კვირას, 5 მაისს ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს რუსეთის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონის ჩამოგდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 24 დრონიდან 23 გაანადგურეს.
საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში დრონების გაშვება განხორციელდა რუსეთის კურსკის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმის კონცხ ჩაუდიდან.
"მტრის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა", - თქვა ოლეშჩუკმა.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვში დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, ასევე დამხმარე შენობები, ავტოფარეხები და მანქანები. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა
ქალაქ დნეპრში ჩამოგდებულმა დრონის ნამსხვრევებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა, ადგილზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ასევე მრავალსართულიანი შენობა.
დაღუპულები და დაშავებულები არ ყოფილა.