საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
"ბედნიერი აღდგომა ყველას, ვისაც დღეს აღნიშნავს. ქრისტე აღდგა. მისი გზა მშვიდობის, სიმართლისა და არაძალადობის გზა იყო. დაე, ჩვენი გზაც ასეთი იყოს. ქრისტე აღდგა! ბედნიერ და მშვიდობიან აღდგომას გისურვებთ!", - წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.