რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში დღეს განმეორებით მიიტანეს. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა.
„რუსული არმიის მორიგი ტერორისტული აქტი. ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს ხარკოვს. სამოქალაქო საწარმოში გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. დაშავებულია ექვსი ადამიანი, - განაცხადა სინეგუბოვმა.
მანამდე, ხარკოვზე რუსი ოკუპანტების მიერ დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ასევე ხანძარი გაუჩნდა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებს.