სამხრეთ ბრაზილიაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა, 74 ადამიანი დაშავდა, 67 კი დაკარგულად არის მიჩნეული.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 39 დაღუპულისა და 74 დაკარგულის შესახებ.
ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, უამინდობამ რიუ-გრანდე-დუ სულის შტატის 281 მუნიციპალიტეტი მოიცვა. ტერიტორიაზე ძლიერმა წვიმებმა უკვე 370 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.
სამოქალაქო თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ წელს ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვი მეტია, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით როდესაც ბრაზილიის შტატი ციკლონის შედეგად დაზარალდა. მაშინ სტიქიას 54 ადამიანი ემსხვარპლა.
ხუთშაბათს, 2 მაისს კაშხალი ქალაქებს ბენტო-გონსალვესსა და კოტიპორას შორის ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც მდინარე ტაკვარის ხეობაში მდებარე ქალაქები, ლაჟეადო და ესტრელა, მთლიანად დაიტბორა.
ქალაქ ფელიზში, პორტო-ალეგრის შტატის დედაქალაქიდან 80 კილომეტრში, ადიდებულმა მდინარემ დაანგრია მეზობელ ქალაქ ლინჰა ნოვასთან დამაკავშირებელი ხიდი. შტატის მასშტაბით შეწყდა ელექტროენერგია და წყლის მიწოდება, ასევე სხვა საკომუნიკაციიო საშუალებები. 23 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
კოკისპირული წვიმები ორშაბათს დაიწყო. სპეციალისტების განცხადებით, ძლიერი ნალექი შაბათის საღამომდე გაგრძელდება.