დუეტი "ჯორჯია" შექმნილი ვითარების გამო კონცერტს აუქმებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი რატი დურგლიშვილი წერს.
“მოგეხსენებათ, 11 მაისს ქ.ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში უნდა ჩატარებულიყო ჩვენი სოლო კონცერტი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვედო. 2008 წლის ომის გამო უარი ვთქვით რუსეთში კარიერაზე, რითაც მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი არჩევანი და ასე იქნება მუდამ. გაუმარჯოს საქართველოს მშვიდობიან და ევროპულ მომავალს", - წერს რატი დურგლიშვილი