აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. ასევე ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიასთან ლოცულობენ, მათ "მამაო ჩვენო" წაიკითხეს.
მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილი ეკლესიაში, ნაწილი კი ქაშუეთის ეზოში ანთებული სანთლით დგას.
აქციის მონაწილეების ნაწილი კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.
აქციის მონაწილეებმა შეკრება დღეს 19:00 საათიდან პარლამენტთან და სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაიწყეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს. შემდეგ კი, კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.