აშშ-ის საუნივერსიტეტო კამპუსებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რაოდენობამ 2 200-ს გადააჭარბაა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, დაკავებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.
„ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებული შტატების მასშტაბით საუნივერსიტეტო კამპუსებში პროპალესტინური პროტესტების დროს პოლიციამ დააკავა დაახლოებით 2 200 ადამიანი “, - იუწყება გამოცემა.
Associated Press-ის ცნობით, 18 აპრილიდან მოყოლებული, სულ მცირე 56 დაკავების შემთვევა იყო შეერთებულ შტატების 43 სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში.
საპროტესტო აქციები ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში 17 აპრილს დაიწყო, როდესაც სტუდენტებმა მოუწოდეს ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დასრულებისკენ, რომელმაც ღაზის სექტორში ანკლავის 34 000-ზე მეტი მცხოვრები შეიწირა.
ნიუ-იორკში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებმა შთააგონა აქტივისტები, გაემართათ მსგავსი აქციები შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. მომიტინგეები საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მოითხოვენ ფინანსური კავშირების შეწყვეტას ისრაელთან და კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს. ზეწოლა იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებზე, რათა შეაჩერონ პროპალესტინური პროტესტი, რომელიც მთელ ქვეყანაში ვრცელდება.