3 მაისს რუსეთის ძალებმა ხარკოვის წინააღმდეგ მართვადი ბომბების გამოყენებით საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რაკეტები მოხვდა ხოლოდნოგორსკის რაიონში საცხოვრებელ სახლებს, დაზიანდა ტრამვაი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ცნობილია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე იგორ ტერეხოვსა და ხარკოვის საოლქო ადმინსიტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერეხოვის თქმით, დანგრეულია რამდენიმე სახლი, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. მისივე თქმით, გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპეარცია.
ტერეხოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.