შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
შოლეს განცხადებით, პრემიერ კობახიძეს გადასცა ვაშინგტონის შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ.
"კიდევ ერთხელ გადავეცი ირაკლი კობახიძეს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ.
"მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობას სურს", - დაწერა მრჩეველმა სოციალურ ქსელში.