2 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6797 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8684 ლარი გახდა.
0.92 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3534 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.28 თეთრი შეადგინა.