თუ ვინმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე. გეგონება, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" დაანონსებული აქცია სახელისუფლებო გუნდისთვის საფრთხედ გამოიყურება.
„მაგნიტად იყენებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მოიყვანონ თავისი მომხრეები. ძალიან სამარცხვინოდ, ძალიან უტვინოდ გამოიყურება და ძალიან სახიფათოდ გამოიყურება და სახიფათოდ გამოყურება, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ მე მახსოვს 2003 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით და მოთხოვნით ასლან აბაშიძემ თავისი პარტაქტივი ჩამოიყვანა, აქ გაშალეს, დიდი ამბავი ჰქონდათ რუსთაველზე და უკვე 23-ში ის ხელისუფლებაც, ვინც ეს ხალხი ჩამოიყვანა გოდრებით, გაქრა შარშანდელი თოვლივით. ამიტომ, თუ ვინმეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჰგავს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ასლან აბაშიძე. გეგონება, გაჭრილი ტყუპისცალია თავისი რუსობით, თავისი ჩამორჩენილობით, თავისი პროვინციალიზმით და თავისი მოღალატეობრივი და თავისი სიხარბით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.