მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირს სჭირდება სწრაფად გაზარდოს თავდაცვითი-სამრეწველო პოტენციალი. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი ადვილი არ იქნება.
„ამას დასჭირდება ახალი ევროპული თავდაცვითი აზროვნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ინსტიტუტების, ინდუსტრიის და ინვესტორებისგან, ასევე პოლიტიკური და მორალური გამბედაობა, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას აქ, ევროპის მიწაზე, რამდენიც საჭირო იქნება. რადგან რუსეთის გამარჯვების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი თანხა, რომლის დაზოგვაც ახლა შეგვიძლია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მან ისრაელზე ირანის მასობრივ საჰაერო თავდასხმას უწოდა "ავტორიტარული მმართველების ახალი ლიგის განზრახვის სიგნალი", რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ თეირანი, არამედ მოსკოვი და ფხენიანიც. „რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე სამი წელია გრძელდება, ფესვებს იდგამს და ძლიერდება როგორც არასდროს, ჩრდილოეთ კორეა აწვდის რუსეთს საბრძოლო მასალას ერთმანეთის მიყოლებით.
ირანული დრონები უკრაინის ქალაქების თავზე ყოველდღე დაფრინავენ. ირანი რუსეთს ტექნოლოგიებითაც კი ეხმარება მის ტერიტორიაზე ამ დრონების შექმნაში. ავტორიტარული მმართველების ახალი ლიგა ერთად მუშაობს, რათა გაანადგუროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, გადააკეთოს სხვადასხვა კონტინენტების რუკები და მიიყვანოს ჩვენი დემოკრატიები რღვევის წერტილამდე,” - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი აზრით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი გარდაუვალი არ არის, თუმცა გამორიცხულიც არაა. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღადგინონ, შეავსონ და განაახლონ შეიარაღებული ძალები, ასევე უზრუნველყონ მატერიალური და ტექნოლოგიური უპირატესობა პოტენციურ ბრძოლაში. ამისთვის „ევროპამ მეტი ინვესტიცია უნდა მოახდინოს, უკეთესი ინვესტირება, ინვესტიცია ევროპულ პროექტებში“, რათა არა მხოლოდ გააუმჯობესოს უსაფრთხოების დონე, არამედ უზრუნველყოს სამუშაო ადგილები, ცოდნა და ეკონომიკური ზრდა. უფრო მეტიც ,ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სუვერენული დაცვა ხელს შეუწყობს ნატო-ს გაძლიერებას,~
დღეს, მოგვიანებით, 17 აპრილს, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი დაიწყება, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ასევე რუსეთის ჩარევას ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაში. სამიტი 18 აპრილამდე გაგრძელდება.