ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას გაწევრიანებაზე როგორ აპირებთ?“ - „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა.
სამადაშვილს აინტერესებს როგორ აპირებს ხელისუფლება მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირთან, როდესაც”გამჭვირვალობის კანონი“ პარლამენტში ხელახლა დააინიცირეს.
„ზუსტად ისე, როგორც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ბრძოლით, დისკუსიით... ეს არის ფაშიზმი, რომ ადამიანს პასუხის საშუალებას არ აძლევთ,“ - უპასუხა მდინარაძემ.
სალომე სამადაშვილმა მდინარაძის პასუხად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ იმიტომ მიიღო, რომ ხალხმა რუსული კანონის მიღება გააპროტესტა და ხელისუფლება იძულებული გახდა კანონპროექტი გაეწვია.
„არა, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რომ ქუჩაში ხალხი გამოვიდა და გაიძულა სამარცხვინოდ, მოსულიყავი პარლამენტში და უკან წაგეღო კანონი, მაგიტომ მიიღე კანდიდატის სტატუსი. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ეგ რუსული კანონი თავზე დაგახიათ, ამიტომ მიიღეთ კანდიდატის სტატუსი,“ - თქვა სალომე სამადაშვილმა.