საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.
როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, კვლევის მიხედვით სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 66 %-ს აღწევს.
თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობრივი გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა, სულ გამოკითხული იყო 2 800 რესპოდენტი, რომლებიც "შემთხვევითი შერჩევის" მეთოდით გამოიკითხნენ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 36,5 პროცენტი თვლის, რომ ყველაზე სამართლიანია უზენაესი სასამართლო, ხოლო 27 პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სამივე დონე თანაბრად სამართლიანია.
კვლევის ფარგლებში, რესპოდენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ ქართული სასამართლო სისტემა შემდეგი პარამეტრების მიხედვით: "კვალიფიციურობა", "არაკორუმპირებულობა", "დამოუკიდებლობა" და "ქმედითობა".
შეფასების სკალაში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო მოსამართლეთა კვალიფიციურობამ, ცოტა ნაკლები არაკორუმპირებულობამ, ქმედითობამა და დამოუკიდებლობამ.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, გამოკითხულთა რესპოდენტების 7 პროცენტს მიაჩნია, რომ ფულის აღება ქართულ სასამართლოში ისევ ხდება.
კუბლაშვილმა სხვა კვლევებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა ამერიკული ორგანიზაცია DFK - ს მიერ ჩატარებული კვლევა. მისი თქმით, ამ კვლევაში აქცენტი სასამართლო მომხმარებლებზე გაკეთდა და სულ გამოიკითხა 3920 რესპოდენტი.
კუბლაშვილის განმარტებით, გამოკითხული რესპოდენტების 77,5 პროცენტი აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს, სასამართლოს მიმართ უნდობლობას კი 15,6 პროცენტი აფიქსირებს, კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი 6,8 პროცენტმა შეიკავა.
"ნდობის ბარომეტრის დაფიქსირების გარდა, კვლევა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დასმული შეკითხვების მიხედვით გამოიკვეთა სასამართლოს მომხმარებელთა განწყობა სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების, თანამშრომელთა თავაზიანობის, პროფესიონალიზმის, მისაღები ადგილების კომფორტულობის თუ საქმის განხილვის ხანგრძლივობის მიმართ", -აღნიშნავს კონსტანტინე კუბლაშვილი.
2010 წლის მანძილზე ჩატარებული რიგირ მესამე საზოგადოებრივი აზირის კვლევა განხორციელდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ფინანსური მხარდამჭერით. ეს კვლევაც სასამართლოს მომხმარებლებზე იყო ორიენტირებული. გამოიკითხა 2000 სასამართლოს მომხმარებელი საქართველოს 6 რეგიონში.
კუბლაშვილის თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა 63,20% პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო არის სანდო; გამოკითხულთა 62,80% მიიჩნევს, რომ სასამართლო არის სამართლიანი; 69,50% მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცედურები არის ოპერატიული; ხოლო 71,20% კმაყოფილია სასამართლოს მომსახურებით.