ისრაელი-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის 196 წევრია მოკლული, რატომ? – განაცხადა ეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. იუწყება Reuters
გუტერეში ღაზის სექტორში დაღუპული 196 ადამიანის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
„ისრაელის მთავრობამ აღიარა შეცდომები, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არ არის, თუ ვინ დაუშვა შეცდომები, მთავარი პრობლემა არის სამხედრო სტრატეგია და პროცედურები, რომლის შედეგადაც ეს შეცდომები მრავლდება”, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, გუტერეში იმედოვნებს, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას უზურუნველყოფს.