დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაქრაძე ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ანსაბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბაქრაძისა და ლიტვიის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა.
დავით ბაქრაძე თბილისში 29 ნოემბერს დაბრუნდება.