"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც NDI-ს ოფისში ცხრა თვის განმავლობაში ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა, მოუწოდებს, აქამდე შეთანხმებულ ყველა საკითხს ხელი მოაწერონ.
"საჭიროა ჯგუფის წევრებმა დაადასტურონ თავიანთი თანხმობა, რომ ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობამ პარლამენტში ოფიციალური დადასტურებით გადაინაცვლოს", - აცხადებს ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სხდომაზე შეთანხმებულ დებულებებს მხოლოდ "ალიანსი საქართველოსთვის" არ დაეთანხმა და შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
"ალიანსი საქართველოსთვის" მერის საარჩევნო ბარიერს არ ეთანხმება და ამის გამო პოლიტიკურმა ძალამ კენჭისყრა ჩაშალა.