შეერთებული შტატები მტკიცედ გმობს მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას. ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ, ვინც დაკარგეს ახლობლები და მათ, ვინც დაშავდნენ ან დაზარალდნენ ამ სასტიკი თავდასხმების შედეგად უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ჟან-პიერის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ არის საერთო ტერორისტული მტერი, რომელიც ყველგან უნდა დამარცხდეს.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ტერორისტული თავდასხმა და თანაგრძობა გამოუცხადა რუს ხალხს „ჩვენ ვგმობთ ყველა ფორმის ტერორიზმს სოლიდარობას ვუცხადებთ რუს ხალხს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაღუპულთა გლოვაში“, - წერს ის.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში მომხადრ თავდასხმას 133 ადამიანი ემსხვერპლა, 152 კი დაშავდა.