დღეიდან ,,გაზარდე შენი ბიზნესის“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც.
ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები, ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებს და სეზონურ ციკლს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე და მომხმარებელი, სასურველი ვადით და საშეღავათო პერიოდით სარგებლობს. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს ბიზნესის გაზრდა და მეურნეობის განვითარება, ასევე პირადი მიზნით. სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე 50 000 ლარამდე მოცულობით.
"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ახალი საგაზაფხულო შეთავაზება, სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და ნებისმიერ მომხმარებელს საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეურნეობების მხარდაჭერა და მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და დარწმუნებული ვარ, ამ ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ მცირე ბიზნესის მფლობელებს გაზარდონ თავისი საქმიანობა და საკუთარი ფინანსები კიდევ უფრო ეფექტურად მართონ." - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
აქცია გრძელდება 30 აპრილამდე.
https://bit.ly/3v5cX44
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.