5 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6586 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8851 ლარი გახდა.
0.22 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3730 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.41 თეთრი შეადგინა.