გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე -„საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ - მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 1 მარტს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიმართა და მას ბიზნესისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო, თუ რა ტრანსფორმაცია განიცადა საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში, რა იყო მაღალი ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ბიზნეს გარემო და მოლოდინები 2024 წლის ეკონომიკურ ზრდასთან და სხვა ძირითად მაკრო პარამეტრებთან დაკავშირებით.
ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს ასევე გააცნო ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებში არსებული ტენდენციები და პერსპექტივები. აღნიშნული მიმოხილვა შემდეგ სექტორებს მოიცავდა: განათლება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონება, სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი (FMCG) და IT სექტორი.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია. ეკონომიკასთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ. სექტორულ დისკუსიაზე კი გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი ლევან შავკაციშვილი მონაწილეობდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკასა და სექტორებში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ვფიქრობთ, ჩვენს ხელთ არსებული კომპლექსური ინფორმაცია და ძლიერი ანალიტიკური გუნდი საშუალებას გვაძლევს, სწორად შევაფასოთ ეკონომიკასა და სექტორებში მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეს ტენდენციები, რაც მათ ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ,“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
გალტ & თაგარტის კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.