"ალიანსი საქართველოსთვის" წევრები საარჩევნო თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავენ.
"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსის საკუთარი ვარიანტი გააცნეს.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერის არჩევნების დროს ბარიერი 50%-ით უნდა განისაზღვროს.
"შეუთანხმებელ საკითხებშია თბილისის მერის არჩევნებზე ბარიერის საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისელებმა უმრავლესობით უნდა აირჩიონ მერი, ამიტომ, ბარიერი უნდა იყოს 50-ს პლუს ერთი. ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ 30% საკმარისია იმისათვის, რომ მერი გამოვლინდეს", _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.