აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური რეაქციაა, რადგან ჯო ბაიდენს არ შეუძლია, თქვას -„ყოჩაღ, ვალოდია, “, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტთან საუბრისას, ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის, ბაიდენი უფრო სასურველია. ხლა მისი ნათქვამიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს იყო ადეკვატური რეაქცია იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას არ შეუძლია თქვას: „ყოჩაღ, ვალოდია, , მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“. ჩვენ გვესმის, რა ხდება შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს ნიშნავს, რომ მე მართალი ვიყავი. რაც მე ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი და არა ამერიკელებისთვის. თქვენ ხომ რუსი ჟურნალისტი ხართ და თქვენ მკითხეთ, რა იყო ჩვენთვის უკეთესი. ასე რომ, მე გითხარით მაშინ და შემიძლია, ახლაც დავადასტურო და გავიმეორო: ბაიდენი“,- აღნიშნა პუტინმა
ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს შეშლილი ნაბიჭვარი უწოდა. "ჩვენ გვყავს შეშლილი ნაბიჭვარი, ეს ბიჭი, პუტინი და სხვები”, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და მას სამარცხვინო უწოდა. „აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს”, - თქვა პესკოვმა.