რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმადმიტრი პესკოვმა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებებს ვლადიმირ პუტინის შესახებ სამარცხვინო უწოდა.
პესკოვმა თქვა, რომ ბაიდენი პუტინის შესახებ განცხადებებით ამცირებს თავის ქვეყანას. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინს ბაიდენის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
„აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის პირით ნათქვამი ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მხრივ შეურაცხყოფდეს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით პრეზიდენტ პუტინს. ეს იმ ქვეყნისთვისაა დიდი სირცხვილი, რომელსაც ბაიდენი მართავს. გასაგებია, რომ ბაიდენი, შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო, ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს შეშლილი ნაბიჭვარი უწოდა.