ხვალ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რათა მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
ბორელს კითხვა დაუსვეს, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას?
„ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.