"ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, "ერთობის პლატფორმის" დაფუძნებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ამომრჩევლის უპატივცემულობად მიიჩნევს ნებისმიერ ისეთ პროცესში მონაწილეობასა და პასუხისმგებლობის აღებას, სადაც დანარჩენ მონაწილეებს არ შეუძლიათ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე პასუხისგება.
"ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს თუ დამატებითი არგუმენტების მოსმენა უნდა ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით არ შევხვდებით ან ზოგადად ვინმესთან შეხვედრის წინააღმდეგნი ვართ, უბრალოდ ამისგან პროცესს ჩვენ არ შევქმნით", - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა
ფოტო: პირველი არხი