ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის პილოტები რევაზ უთურგაური და პოლონელი კრიშტოფ ზაპარტი არიან.
უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლა ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი.
როგორც ცნობილია, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა.
გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.