ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია 5 ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება 4 პირის სამძებრო სამუშაოები.