ხაშურში ძლიერი წვიმისა და მდინარე შოლას ადიდების შედეგად დატბორილია რამდენიმე ქუჩა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იმერეთის, ლომოურისა და ყიფიანის ქუჩებზე.
დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე დაიტბორა ხაშურის ბაზარიც.
დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
"გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა, განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდიანრეობას ხელს უშლიდა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.