საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს გარკვეული რეისები უქმდება.
მათი ცნობით, უქმდება თბილისი-ბათუმი (802), თბილისი-ზუგდიდი (870), თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18), ბათუმი-თბილისი (803), ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17), ფოთი-თბილისი (873), ხაშური-ზესტაფონი (6446) ზესტაფონი-ხაშური (6417).
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.