გლობალური ინტერნეტის ინდექსის მიხედვით (Speedtest by Ookla Global Index), ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში ყველაზე დაბალია რეგიონში. იუწყება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია 2023 წელს ორი პუნქტით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26,60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა.
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო ჩამორჩება რუსეთს (58-ე ადგილი - 85,15 მბ/წმ), სომხეთს (96-ე ადგილი - 49,86 მბ/წმ), თურქეთს (109 ადგილი - 39,78 მბ/წმ) და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35,25 მბ/წმ).
ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მხრივ საქართველო შემდეგ ქვეყნებს შორისაა:
ბოსნია და ჰერცეგოვინა - 28,03 მბ/წ
ინდონეზია - 27,87 მბ/წმ
მაროკო - 27,59 მბ/წმ
ბუტანი - 26,75 მბ/წმ
ტაჯიკეთი - 26,35. მბ/წმ
ლესოტო – 25,37 მბიტ/წმ.
კვლევის მიხედვით, სინგაპური (270,62 Mbps), ჰონგ-კონგი (266,63 Mbps) და მონაკო (264,97 Mbps) ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი სიჩქარის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდნენ.
რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.
მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა:
ბოტსვანა - 40.61 მბ/წმ
ისრაელი - 40.56 მბ/წმ
მავრიტანია - 40.19 მბ/წმ
ჩილე - 37.65 მბ/წმ
მაროკო - 37.56 მბ/წმ
თურქეთი - 36.10 მბ/წმ
უგანდა - 35.14 მბ/წმ
ყაზახეთი - 35.07 მბ/წმ
მოლდოვა - 34.75 მბ/წმ სიჩქარით.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი - 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი - 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი - 24.47 მბ/წმ.) უსწრებს.