უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული ანკლავი შექმნეს. რუსეთს არ დაუტოვეს შანსი გარდა იმისა, რომ დაეწყო სამხედრო მოქმედებები, - ამის შესახებ რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გეოპოლიტიკურმა მტრებმა, უკრაინაში „გადატრიალების“ შემდეგ დაიწყეს მათი ფიზიკური განადგურება, ვინც მზად იყო რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დაემყარებინა. მისივე თქმით. დონბასში დაიწყო „გენოციდი“.
„ამავდროულად, აქტიურად აგრძელებდნენ მუშაობას ანტირუსული პლატფორმის შექმნაზე იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს უკრაინა ჰქვია, დაიწყეს ანკლავის შექმნა.
ზედიზედ ათჯერ მოგვატყუეს ნატო-ს გაფართოებაზე. ამ ყველაფერმა უბრალოდ სხვა შანსი არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დაგვეწყო მცდელობა - და ამიტომ ჩვენ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ ეს არ არის ომის დასაწყისი, მათ თავად დაიწყეს ომი დონბასში 2014 წელს“, - განაცხადა პუტინმა.