თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავს.
სტუდენტები კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულების, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი, უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა.
აქციის მონაწილეების, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან, პროტესტი გაგრძელდება.
„აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ ჩვენს შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციები კიდევ უფრო გაიზრდება, არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნები, შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გათავისუფლდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.