საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. საიტზე შესვლისას ჩნდებოდა თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: "დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს".
Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია, რომელიც ასოცირებულია რუსეთის ერთზე მეტ სადაზვერვო სააგენტოსთან.
President.ge ამ დროისთვის გათიშულია.
მანამდე, დღეს დილით ტელეკომპანია "ფორმულამ" გაანცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმა იყო მათ ვებგვერდზე.
ასევე, გუშინ “მთავარმა არხმა“ განაცხადა, რო ჰაკერული თავდასხმა იყო მათ ვებგვრდზე. მათივე ცნობით, დაჰაკვის დროს ერთ-ერთ მასალაზე გაკეთებული იყო წარწერა "დიდება რუსეთს".